თბილისში, გოგოლის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი მოკლეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.
მათივე ცნობით, ბრალდებულმა ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ახლად გაცნობილ ქალს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება უკვე წარუდგინა.
