LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროქარებისა და ბენზინის მანქანების ღირებულება 2025 წელს გათანაბრდება – ასე თვლის Volvo

41
volvo

Volvo-ს გენერალურმა დირექტორმა ჯიმ როუენმა ივარაუდა, რომ მომავალში ელექტროქარებისა და შიდა წვის ძრავის მქონე მოდელების ფასები გათანაბრდება. მისი აზრით, ამ შედეგის მიღწევა უკვე 2025 წლისთვის იქნება შესაძლებელი. ამასთან, კომპანიებს, რომლებსაც „მწვანე“ მოდელებისკენ აქვთ გეზი აღებული, სახელმწიფოს დახმარების იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ. ამის ნაცვლად მათ თავად უნდა მიაგნონ გზებს, რათა ელემენტის ღირებულება შეამცირონ.

როუენის აზრით, ელექტროქარებს უახლოეს მომავალში ბევრად მსუბუქი და ბიუჯეტური ელემენტით აღჭურავენ, თან ამ ელემენტს საკმარისი სვლის მარაგიც ექნება. თუმცა, ექსპერტთა ნაწილი Volvo-ს მეთაურის ოპტიმიზმს არ იზიარებს და ფიქრობს, რომ ამ კუთხით მიმდინარე სამუშაოები არც თუ ისე აქტიურია.

ასე რომ ელექტროქარებზე ფასების მკვეთრი შემცირება, თანაც სულ რამდენიმე წელში ცოტა საეჭვოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები