LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინური Zeekr გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

87
zeekr

კომპანია Geely-მა, რომელსაც მარკა Zeekr ეკუთვნის, ერთბაშად ორი რეკორდის შესახებ გამოაცხადა, რომელიც მოდელმა Zeekr 001-მა ელექტრომობილების კატეგორიაში დაამყარა.

დაახლოებით 5 მეტრი სიგრძის ლიფტბეკმა, რომელიც ჯამური 544 ცხენის ძალიანი ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, დრიფტში ყველაზე მაღალი სიჩქარე დააფიქსირა – (207,996 კმ/სთ) და სლალომში საუკეთესო დრო – 50 კონუსი – 49,05 წამში.

რბოლა ჩინეთის ავტოდრომ CATARC-ზე ჩატარდა.

Zeekr 001 – პირველი მოდელია, რომელიც SEA (Sustainable Experience Architecture) მოდულ-პლატფორმაზეა შექმნილი. მის შემუშავებაში „ვოლვოც“ იღებდა მონაწილეობას. მოგვიანებით მასზე ააგეს კროსოვერი Smart#1 და პიკაპი Radar RD6.

პერსექტივაში პლატფორმას გამოიყენებენ შვედურ ბრენდის ახალი ელექტრომობილებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები