LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამიერიდან სმარტფონის დატენვას ქამრის საშუალებით შეძლებთ

58

სულ უფრო ხშირად ვხვდებით ტანსაცმელსა და მოდურ აქსესუარებში მობილურის დამტენებს, რაც საგრძნობლად ამარტივებს სმარტფონით მუშაობას, რადგან ასეთი ტექნოლოგიით ნებისმიერ დროს შეძლებთ მის დატენვას. თქვენი გარდერობის კიდევ ერთი ასეთი ”განვითარებული” ნივთი მამაკაცის ქამარია სახელად ION Belt.

ქამრის შიგნით მოთავსებულია ელემენტი, რომლითაც კრიტიკულ სიტუაციაში ადვილად დატენით მობილურს ან პლანშეტს. ქამრის ღირებუილება 89 დოლარია და საკმაოდ მოსახერხებელი ვარიანტია, რადგან სახლიდან გამოსვლისას, დამტენი შეიძლება დაგრჩეთ, მაგრამ ნამდვილად არ დაგავიწყდებათ შარვლის ჩაცმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები