LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთის პრემიერი: თუ უკრაინას მხარს არ დავუჭერთ, ომი ჩვენთან მოვა

51
BeFunky-collage

„ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით პრჟევოდოვში მომხდარი ინციდენტის ზუსტი გარემოებები და მიზეზები ასი პროცენტით, თუმცა დანამდვილებით ვიცით ძირეული მიზეზი, მთავარი მიზეზი და ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიაა“, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რაკეტის ჩამოვარდნა სოფელ პრჟევოდოვში ხაზს უსვამს იმას, რომ თუ უკრაინის მხარდაჭერა შეწყდება, ომი პოლონეთის ტერიტორიაზე მოვა.

„დღეს პოლონეთის ომში ჩათრევის მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს უკრაინისთვის ზურგის შებრუნებაა, რადგან ამ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, უკრაინა რუსეთზე დიდად დამოკიდებული იქნება. თუ უკრაინა ასეთ დამოკიდებულებაში აღმოჩნდება, ჩვენ არ მოგვიწევს აბსოლუტურად არაფრის გაკეთება ომის პროვოცირებისთვის – ომი თავად მოვა ჩვენთან. პუტინი არ გაჩერდება, კრემლი უფრო შორს წავა. პასიურობა ჩვენთვის თვითმკვლელობა იქნება“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g