LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენმოდიფიცირებული შინაური ცხოველები

1518

ლაბორატორიებიდან გამოსული გენმოდიფიცირებული ცხოველების ყიდვა უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მეცნიერებს ასეთი ცხოველები სხვადასხვა დაავადებებთან გამკლავებაში სჭირდებათ, ხოლო ადამიანებისთვის ისინი უბრალოდ საინტერესო სანახავია.

preview_26126919817ca5d4f9b2860d7e3a3c26

ამერიკელი მეცნიერები იყენებენ კატებს შიდსთან ბრძოლისთვის. გამოკვლევაში, რომელიც ჟურნალში Nature Methods გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ ავტორებმა მაიმუნის გენი გამოიყენეს, რომელიც კატის იმუნოდეფიციტის ვირუსს (შიდსის ანალოგი) ბლოკავს. მოდიფიცირებულ კატებს მედუზას (Aequorea victoria) გენით ამარაგებენ, რის გამოც ცხოველები ნათებას იწყებენ. უჩვეულო კატებზე ჩატარებული ტესტების შედეგად აღმოჩნდა, რომ იმუნოდეფიციტის ვირუსის მიმართ ისინი უფრო გამძლენი არიან, ვიდრე ჩვეულებრივი კატები.

preview_3adfe0d2eb334b725c3b3b5e26470685

ეს კი ორი წიწილაა, მარცხენას ფლუროსცენტული ცილა აქვს, ამიტომ ულტრაიისფერი განათებისას ის ანათებს. ბრიტანეთის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა მეცნიერებს მსგავსი ფრინველების გამოყვანაში. საქმე კი ქათმის გრიპშია, რომელმაც 2015 წლის მანძილზე, ამერიკაში 48 მილიონი ქათამი და ინდაური გაანადგურა. გენმოდიფიცირებული ფრინველები კი ნაკლებად მიდრეკილები არიან ამ ვირუსის მიმართ.

preview_4d2d248344e9de3c8b7a0c9d996b5cc4

ბელგიური ცისფერი ძროხა გამოიყვანეს 1950 წელს. მეცნიერები და ფერმერები უპირატესობას დიდ კუნთოვან მასას ანიჭებდნენ და არა რძის რაოდენობას. ასეთი ჯიშის ძროხა 1,3 ტონას იწონის და 1,5 მეტრამდე იზრდება. შესაბამისად მათ 80%-ით მეტი ხორცი აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ ჯიშებს.

preview_adf5b4d8e0865ea32990408cc946294d

ამ ძაღლის კუნთების ზრდა კი ბუნებრივი გენეტიკური მუტაციით არის გამოწვეული. ძაღლი – ჰალკი 27 კილოგრამს იწონის, თუმცა დიდი ვენდის თავი, გული, ფილტვები და ფეხები ისეთივეა, როგორიც ამ ჯიშის ძაღლებს აქვთ.

preview_3e480e77dffa81f926b329988485b579

კომპანიამ GloFish სხვადსხვა ფერის მანათობელ თევზებს ყიდის. მათ მედუზას Aequorea Victoria გენი აქვთ. კომპანიამ თავისი ბრენდი დააპატენტა კიდეც და თევზები მსოფლიოში პირველი გენმოდიფიცირებული შინაური ცხოველები გახდნენ.

preview_a63eebac7d8c965d6e5d809c6f12b2a4

ამ თაგვებსაც ფლურესცენტული გენი აქვთ. პიველად ზღვის მედუზას დნმ-დან ის 1994 წელს ამოიღეს და 2008 წელს, ამისათვის მეცნიერები მარტინ ჩალფი და ოსამ სიმემური ნობელის პრემიის ლაურეატებიც გახდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები