LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამთა კვარაცხელია: „ჩვენი ქვეყნისთვის 25 000 ლარი ნამდვილად დიდი რიცხვია, მაგრამ ვადასტურებ, ჩემთვის ამ ოდენობის თანხა კერძო კომპანიას ნამდვილად გადაუხდია…“

691
თამთა კვარაცხელია

ტელეწამყვანი თამთა კვარაცხელია პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას, არის თუ არა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი წამყვანი და გადაუხადა თუ არა ერთ-ერთმა კომპანიამ ღონისძების გაძღოლაში 25 000 ლარი:

„ყველაფერი შედარებითია, ვერ გეტყვით, ვარ თუ არა ძალიან მაღალანაზღაურებადი წამყვანი, რადგან არ ვიცი, სხვ წამყვანებს რა სირთულის ღონისძიებაში რამდენს უხდიან, მე მხოლოდ ჩემს ფინანსებზე შემიძლია  საუბარი. სხვადასხვა სახის ღონისძიების წაყვანაში სხვადასხვა ოდენობის თანხას მთავაზობენ, ზოგჯერ სამ ენაზე მიწევს წაყვანა, უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი, საიდანაც ანაზღაურების ოდენობა გამომდინარეობს. ჩვენი ქვეყნისთვის 25 000 ლარი ნამდვილად დიდი რიცხვია, მაგრამ ვადასტურებ, ჩემთვის ამ ოდენობის თანხა კერძო კომპანიას ნამდვილად გადაუხდია. დაბალბიუჯეტიანი და იაფფასიანი ღონისძიებების წაყვანას არასდროს დავთანხმდები, რადგან ვიცი საკუთარი თავის, შრომისა და შესაძლებლობების ფასი…“

თამთა კვარაცხელია: „ბედნიერი ოჯახი გვქონდა, მაგრამ მოულოდნელად ჩემი ქმარი გარდაიცვალა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g