ამერიკულმა კორპორაციამ Apple დააპატენტა ტექნოლოგია, რომელიც დავარდნის შემთხვევაში დაიცავს გაჯეტების ეკრანებს გატეხვისგან. სმარტფონებს და სხვა მოწყობლობებს მინიატურული ელექტრო ძრავა ექნებათ, რომელიც ამუშავებს კორპუსის ირგვლივ დამაგრებულ ელემენტებს. ისინი დავარდნისას გამოიწევა კორპუსიდან და ეკრანს მიწაზე ვარდნის საშუალებას არ მისცეს. ელემენტები დამზადებული იქნება ელასტიური მასალისგან.