LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა

345
tamar-skhirtladze_w_h

93 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა.

თამარ სხირტლაძე თეატრისა და კინოს მსახიობი იყო,  მას მონაწილეობა მიღებული აქვს ისეთ სპექტალებსა და ფილმებში როგორებიცაა: “კაცია-ადამიანი?!”, “მოძღვარი”, “მეფე ლირი”, “ადამიანთა სევდა”, “ფესვები”, “ლუკას სახარება” და “ნუცას სკოლა”.

2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი. 2019 წელს, მას მიენიჭა “წლის პერსონის” წოდება. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან “ლიზა ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდოთი”.

“სიცოცხლე საინტერესო რამაა, მუდმივი მოძრაობა კი მას მეტად უხდება. ღმერთს ვუყვარვარ, იცის, რომ ჩემთვის გაჩერება არ შეიძლება და ყოველთვის მაძლევს ასპარეზს”, – აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g