LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში სადაზვერვო დირიჟაბლმა ტესტირება გაიარა

67

ჩინეთში სადაზვერვო დირიჟაბლმა ტესტირება გაიარა. მფრინავი ხომალდი სახელად Yuanmeng 48 საათის განმავლობაში შეძლებს ჰაერში ყოფნას. ხომალდი აირების კომბინაციით ჩერდება, ხოლო ჰელიუმს ის 20-დან 100 კილომეტრამდე სიმაღლეზე აყავს. როგორც კი საჭირო სიმაღლეზე მოხვდება, ის უზრუნველყოფილი იქნება მზის ენერგიით. საჰაერო ხომალდი აღჭურვილია კომუნიკაციისთვის და დაზვერვისთვის საჭირო ყველანაირი მოწყობილობებით.

ჩინეთი არ ასახელებს ასეთი გიგანტური მანქანის შექმნის მიზანს, თუმცა ითვლება, რომ ის იქნება გამოყენებული ომის შემთხვევაში პოტენციური მოწინააღმდეგეების მიმართ. სიმაღლე, რომელზეც იმუშავებს დირიჟაბლი, აღემატება რაკეტების უმრავლესობის მოქმედების რადიუსს. თეორიულად მხოლოდ ამერიკულ-იაპონურ ბალისტიკურ რაკეტას SM-3 Block IIA შეუძლია ამ სიმაღლის დაფარვა. 2008 წელს ასეთმა რაკეტამ შეძლო თანამგზავრის USA-193 განადგურება, რომელიც ორბიტაზე 230 კილომეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები