Google-მა ახალი ფასიანი სერვისი YouTube Red ჩაუშვა. ის თვეში 10 დოლარად მომხმარებლებს განსხვავებულ YouTube -ს სთავაზობს. ფასიან სერვისში არ იქნება რეკლამა და გამომწერებს სხვადასხვა სახის ბონუსებს შესთავაზებს. YouTube Red სტარტს აიღებს 28 ოქტომბერს. რაც შეეხება სახელწოდებას, პრესკონფერენციის დროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გამოკითხვის შედეგად მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის YouTube-ი წითელ ფერთან ასოცირდება. წითელ ფერს ასევე ხშირად აიგივებენ სიყვარულთანაც.
მომხმარებლებს შესთავაზებენ უამრავ საინტერესო შოუებს, გადაცემებს და ვიდეოებს, ხოლო იმ ბლოგერების, ვიდეოები, რომლებიც უარს იტყვიან google-თან კონტრაქტის გაფორმებაზე, ავტომატურად წაიშლება YouTube-დან. გარდა ამისა გამომწერები ინტეგრირებულები იქნებიან YouTube Music-თან, რომელიც მალე დაიწყებს ფუნქციონირებას. ასევე შეძლებენ ვიდეოების ყურებას ოფლაინ რეჯიმში. იმისათვის, რომ მომხმარებლებმა თავად შეაფასონ ფასიანი სერვისი, google მათ ერთ თვიან უფასო გამოწერას შესთვაზებს.
თუ თქვენ გადაწყვეტთ გადაუხადოთ google-ს 10 დოლარი ამ სერვისისთვის, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ iOS-ის ბაზაზე მომუშავე გაჯეტებიდან დამატებით 30% მოგეჭრებათ, ხოლო Android-ის მომხმარებლებს, გასაგები მიზეზების გამო, ზედმეტის გადახდა ნამდვილად არ მოუწევთ.