LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პესკოვი: „უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის მომავალი და წარმატება ეჭვს არ იწვევს“

45
Untitled design

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსული სპეცოპერაციის წარმატება ეჭვს არ იწვევს.

ამ განცხადებით დიმიტრი პესკოვმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – ეთანხმება თუ არა ბელარუსის პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ მომავალი სწორედ უკრაინაში სპეცოპერაციის წარმატება-წარუმატებლობაზეა დამოკიდებული.

„ამ მოსაზრებას ჩვენ შეგვიძლია იმ პირობით დავეთანხმოთ, რომ სპეცოპერაციის მომავალი და წარმატება ეჭვს არ იწვევს“, – აღნიშნა პესკოვმა.

მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წარმომადგენლებს აცნობა სპეციალური სამხედრო ოპერაციის კონტექსტში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

ამასთან, „სპეციალურ ოპერაციაზე“ საუბრის დროს, რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ვასილი ნებენზია გუშინ უკრაინაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს გამოეხმაურა. 

როგორც მან აღნიშნა, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობა კიევის საჰაერო თავდაცვის სისტემას ეწირება.

მისი თქმით უკრაინას, სავარაუდოდ, საცხოვრებელ შენობებს შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვს განთავსებული:

„რაკეტების ფრაგმენტები ან უკრაინული რაკეტები, რომლებიც მიზანს ასცდა, იმ ობიექტებს ხვდება, რომლებისთვისაც რუსეთს არც კი დაუმიზნებია“, – განაცხადა მან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g