mshoblebi.ge-ს რედაქტორი, ჟურნალისტი ლელა ზურებიანი ბოლო დღეების ძალადობის ფაქტებს ეხმიანება და წერს, რომ სექსუალური განათლება სკოლებში აუცილებლად არის შესატანი.
„იცით, სინამდვილეში რა არის სქესობრივი განათლება და რის სწავლებას გულისხმობს? არა, სექსის სწავლებას არ ნიშნავს! სინამდვილეში იმ სახელმძღვანელოებში, რაც მე პირადად წამიკითხავს და იმ გაკვეთილებზე, რომლებიც ვერა და ვერ შეიტანეს სკოლებამდე, ასწავლიან:
- რა არის გარდატეხის ასაკი, რა ხდება ამ დროს ადამიანის ორგანიზმში, რა ცვლილებებია სხეულზე და რა ფსიქოლოგიური პრობლემები ახლავს თან. როგორ უნდა გაუმკლავდეს ამას მოზარდი.
- რას ნიშნავს ძალადობა, რა არის ცუდი შეხება და როდის და როგორ უნდა ატეხო განგაში. როგორ უნდა მოიქცე, თუ გრძნობ, რომ ვიღაც ცუდად გეხება, ცუდად გეპყრობა, როგორ უნდა დაიცვა თავი, ვის უნდა უთხრა, როგორ უნდა აიცილო თავიდან სექსუალური და სხვა ტიპის ძალადობა.
- რას ნიშნავს ნარკოტიკები, მარიხუანა და რა ზიანი მოაქვს მათ.
- რას ნიშნავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, არასასურველი ორსულობა, ნაადრევი აბორტი, ნაადრევი ქორწინება და როგორ უნდა დაიცვა თავი ამ ყველაფრისგან…
- როგორ უნდა დაიცვა თავი ჩაგვრისგან, ბულინგისგან, კიბერბულინგისგან.
….და კიდევ ბევრ მსგავს, ამ დროისთვის, როგორც არაერთხელ დავრწმუნდით, ერთ-ერთ ყველაზე აუცილებელ და საჭირო რამეებს.
არა? არ ვასწავლოთ ისევ? კაი… ვიყოთ ასე და ვუყუროთ, როგორ ძალადობენ ფარულად გოგონებზე თუ ბიჭებზე ოჯახის წევრები, „ახლობლები” თუ უცხო ადამიანები, როგორ ვერ ამბობენ და ვერ იცავენ თავს (და სხვათა შორის, მათი რიცხვი საკმაოდ დიდია სწორედ იმ „ლაღ” და „ბედნიერ” კომუნისტურ თაობაში, რომელსაც თითქოს ყველაფერი ჰქონდა, ყველაფერი იცოდა და რომელიც ახლა სულ უკიჟინებს ახალ თაობას, რომ ასე თუ ისე მოქცევა არ შეიძლება), როგორ ნადგურდება და სრულიად იცვლება მათი ცხოვრება, მათი მომავალი, როგორ მომრავლდნენ პედოფილები და როგორ აჩენს ბავშვს 12 წლის გოგონა!“
14 წლის შვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით ბათუმში მამაკაცი დააკავეს