დღეს სწორედ ის დღეა, 2015 წლის 21 ოქტომბერი, დღე, რომელშიც რობერტ ზემეკისის 1989 წლის ლეგენდარული ფილმის ”უკან მომავალში” მთავარი გმირი შემთხვევით აღმოჩნდება. ფილმში ნაჩვენები მომავალი უკვე აწმყოა.
მარტი მაკფლაიმ მომავალში უამრავი საინტერესო რამ ნახა. ფეხსაცმელი, რომელსაც თსმები თავისით ეკვრება, მფრინავი სკეიტბორდი, ქურთუკი, რომელიც ადამიანის სხეულის ფორმას იღებს და კიდევ უამრავი რამ.
საინტერესოა, ამ ნივთებიდან არსებობს თუ არა რომელიმე დღეს 2015 წლის 21 ოქტომბერს.
ცნობილი ფეხსაცმელის გამოშვება კომპანიამ Nike ითავა და ზუსტად ისეთი შექმნა, როგორიც ფილმშია, თუმცა ფილმისგან განსხვავებით, Nike-ის თასმები თვითონ მაინც არ იკვრება.
ყველასათვის საოცნებო მფრინავი სკეიტბორდის შექმნით და დახვეწით ძალიან ბევრი კომპანიაა დაკავებული. მაგრამ მიუხედავად უამრავი მცდელობისა, ჯერ არ შექმნილა ჰავერბორდი, რომლითაც იფრენთ.
ვირტუალური რეალობის სათვალე – ეს კი ნამდვილად გამოიცნეს ფილმის შემქნელებმა, დრეს უკვე არსებობს google glass.
მფრინავ მანქანებს რაც შეეხება, დღს უკვე არის წარმოდგენილი რამდენიმე ვარიანტი , თუმცა საჰაერო ტრასების შექმნამდე კიდევ დიდი დრო უნდა გავიდეს.