LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვობაში ამაზე ვერც კი ვიოცნებებდით

107

არაჩვეულებრივი გამოგონება 3D პრინტერი Rever იმისათვის, რომ გავუღვივოთ პატარებს შემოქმედებითი უნარები და შევაჩვიოთ ისინი თანამედროვე ტექნოლოგიებს. ავტორების თქმით ეს არის მსოფლიოში პირველი, ყველაზე უსაფრთხო და ხელმისაწვდომი 3D პრინტერი ბავშვებისთვის. Kickstarter-ზე სიახლე 219 დოლარი ღირს.

ნივთის ბეჭდვის პროცესში, სპეციალური საკეტები ძლიერად აფიქსირებენ მოწყობილობის კარს და ცნობისმოყვარე პატარები ვერ მიწვდებიან გაცხელებულ დეტალებს. კარი დამზადებულია გამჭვირვალე მასალისგან და ბავშვები სიამოვნებით აკვირდებიან იქ მიმდინარე პროცესს. 3D პრინტერის საშუალებით, ბავშვები სხვადსხვა ნივთბის შექმნას შეძლებენ. კოსტუმები, სათამაშოები, სამკაულები და მრავალი სხვა. არსებობს რამდენიმე ვარიანტი, შეიძლება ნივთის ამორჩევა სპეციალური აპლიკაციიდან ან შეიძლება ბავშვმა თვითონ დახატოს ის, რისი დაბეჭდვაც უნდა. ნახატის გაგზავნა 3D პრინტერზე პლანშეტიდან შეიძლება. რაც მთვარია, დასაბეჭდად წარმოდგენილი ყველა მასალა ბიოდაშლადი და არატოქსიურია.

1445323320_rever-001

1445323251_rever-003

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები