რამდენიმე კვირის წინ, „შობის დედოფალმა“ შობის სეზონი გახსნილად გამოაცხადა. მერაია ქერი ყოველ წელს ამტკიცებს, რომ შესანიშნავად შეუძლია წინა საახალწლო განწყობის შექმნა.
ვიდეო: ასე გახსნა მერაია ქერიმ შობა-ახალი წლის სეზონი
ამჯერად, 52 წლის მომღერალმა ყოველწლიური, 96-ე მადლიერების დღისადმი მიძღვნილი აღლუმის სცენა დაამშვენა, სადაც ჰიტი All I Want For Christmas Is You შეასრულა. მანჰეტენზე გამართული შოუ საოცრად შთამბეჭდავი გამოვიდა. ქერიმ ფოტოები და ვიდეოები „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.
რაც შეეხება მერაიას „ლუქს“, მას წითელი, სხეულზე მომდგარი და ბოლოში გაშვებული პომპეზური კაბა ამშვენებდა. ხელში კი ამავე ფერის ქოლგა ეჭირა.
https://www.youtube.com/watch?v=PVJYcs-MhdA