როცა „თანახმა ვარ“ უკვე ნათქვამია, წყვილები აქტიურად იწყებენ იმ ადგილის ძებნას, სადაც ქორწილის შემდეგ თაფლობის თვის აღსანიშნავად წავლენ. იმისათვის, რომ ამ არც თუ ისე მარტივ საქმეში გაერკვეთ, ამერიკელმა ექსპერტებმა საუკეთესო დანიშნულებების რეიტინგი შეადგინეს. სპეციალისტებმა ათასობით მოგზაურის შეფასება შეისწავლეს და სიაც საკმაოდ მრავალფეროვანი გამოვიდა.
1. ბორა-ბორა
თაფლობის თვის გასატარებლად საუკეთესო ადგილია ბორა-ბორა. ზღაპრული კუნძული შეყვარებულებს თეთრ სანაპიროებს და თვალისმომჭრელ ლაგუნებს უმზადებს.
2. სენტ-ლუსია
თუკი თაფლობის თვის გასატარებლად მდიდრულ ადგილს ეძებთ, მაშინ სენტ-ლუსიას კუნძული თქვენს სიაში პირველი უნდა იყოს. ზღაპრული ადგილი სავსეა ფეშენებელური სასტუმროებით, სადაც ყველაფერია რასაც ინატრებთ.
3. მალდივები
თუკი თქვენ და თქვენს მეორე ნახევარს მთელი სამყაროსგან შორს ყოფნა და ნამდვილად განმარტოება გსურთ, მაშინ მალდივებისკენ უნდა გაეშუროთ. ოკეანეში ჩადგმული ბუნგალოს დატოვებაც სავარაუდოდ, არ მოგესურვებათ და მთელ თაფლობის თვეს იქ გაატარებთ.
4. ფიჯი
ფიჯი სავსეა საინტერესო წყლის აქტივობებით, ამიტომ მასზე არჩევანი იმათ უნდა გააკეთონ ვინც თაფლობის თვის ენერგიულად გატარებაზე არ იტყოდა უარს.
5. მაუი
ტყეებით, ვულკანებით და ზღაპრული ლანდშაფტებით ცნობილი ჰავაის ერთ-ერთი კუნძული მაუი – ნამდვილად გამორჩეული დანიშნულებაა. კუნძული არც წყვილების აქტივობების ნაკლებობას უჩივის.