LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი შვილი ამას არ იზამდა, ჩემი შვილი არ გალახავდა არავის, ის მეორე არ ვიცი“ – რას ამბობენ მონაზონზე თავდასხმისთვის დაკავებულთა ოჯახის წევრები

364
Untitled design (1)

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 70 წლის მონაზონი ხაშურის კლინიკიდან თბილისში გადმოიყვანეს. დაზარალებული კავკასიის მედიცინის ცენტრში განაგრძობს მკურნალობას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე 27 და 39 წლის მამაკაცები დააკავა. ორივე დაკავებულის ოჯახის წევრები „რუსთავი2“-თან საუბრისას აცხადებენ, რომ გამოძიებას არ ენდობიან და მათი შვილი ამ დანაშაულს არ ჩაიდენდა.

27 წლის სავარაუდო მოძალადის მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილი წარსულში ქალზე ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული.

„წარსულში მეუღლემ უჩივლა გამლახაო და ამიტომ  არის ნასამართლევი. მე ვიცი, რომ ვიღაცის საფლავზე იყო და დედაომ არ შეუშვა. ჩემი შვილი ამას არ იზამდა, ჩემი შვილი არ გალახავდა არავის! ის მეორე არ ვიცი“, – აცხადებს დაკავებულის დედა.

39 წლის მამაკაცი კი, წარსულში ხულიგნობის ბრალდებით იყო დაკავებული. მამაკაცის მამა აცხადებს, რომ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მისი შვილი ნასვამ მდგომარეობაში იყო.

„ადრე ნასამართლევი იყო ჩემი შვილი ყაჩაღობაზე“, – აცხადებს 39 წლის კაცის მამა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g