LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში “თითქმის სრულად” აღადგინეს ელექტროენერგიის მიწოდება

48
638319165f17a

რუსეთის თავდასხმების შემდეგ, კიევში “თითქმის სრულად” აღადგინეს ელექტროენერგიის მიწოდება. ამის შესახებ ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია.

ამავე ცნობებით, შესაძლებელია გათიშვა მოხდეს, მიწოდების ქსელების გადატვირთვის გამო.

რუსეთის ინტენსიური თავდასხმების შემდეგ, კიევში ათი ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.

26 ნოემბერს სამხედრო ადმინისტრაცია იუწყებოდა, რომ ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდებოდა 130,000-მდე ადამიანს, ქალაქში, სადაც 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g