LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ბავშვის სახელზე ვერ თანხმდებიან

38

დასავლური ტაბლოიდების ცნობით, კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ, რა დაარქვან ვაჟიშვილს, რომელიც ქვეყანას უახლოეს მომავალში მოევლინება. ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში კიმმა განაცხადა, რომ ძალიან მოსწონს სახელი ისტონი. როგორც გაირკვა, მას არ ეთანხმება მეუღლე.

წყვილთან დაახლოებული ინსაიდერების ცნობით, ბავშვს სახელი დაბადებამდე არ ექნება. შეგახსენებთ, რომ 34 წლის ვარსკვლავი ჯანმრთელობის პრობლემების გამო საკეისრო კვეთას დეკემბერში გაიკეთებს. სპეციალურად ამ თარიღისთვის კი მან უკვე დაჯავშნა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კლინიკის სამ-ოახიანი პალატა, რომელსაც ორი სააბაზანო ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები