ჯასტინ ბიბერმა ბრიტანული სინგლების ჩარტის პირველობა დაიბრუნა სიმღერით „What Do You Mean?“
ამ ჰიტით კანადელი მომღერალი მესამედ მოხვდა რეიტინგის სათავეში. სინგლი ასევე გახდა ყველაზე მოსმენადი სტრიმინგ-სერვისებზეც, იგი 2,91 მილიონჯერ მოისმინეს.
ჩარტის მეორე ადგილზე ადამ ლევინისა და R. City-ს სინგლი „Locked Away“ განთავსდა, სამეულს კი სემ სმიტის „Writing’s On The Wall“ ხურავს, რომელიც „ბონდიანას“ საუნდტრეკს წარმოადგენს და რომელიც გასულ კვირას პირველ ადგილზე იმყოფებოდა.