ისტორია, რომელიც დაიწყო 150 წელიწადზე მეტი ხნის წინ;
ის ნიდერლანდების ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და სახელად მიიღო Heineken Experience;
1991 წელს ყოფილი შტაბ-ბინა მუზეუმად გადაკეთდა, რომელიც ეძღვნება ბრენდის ისტორიას და ლუდსახარშის ტექნოლოგიებს;
დღეისათვის ისტორიულ შენობაში შეგიძლიათ გაიგოთ ყველაფერი Heineken-ის მემკვიდრეობის, დუღილის პროცესის, გიჟური ინოვაციების შესახებ…
ექსპოზიციები 4 სართულზე 3 000 კვ/მ-ს იკავებს
მუზეუმი აჩვენებს Heineken-ის მთელ ისტორიას და ქაფიანი სასმელის წარმოების დეტალურ პროცესს.
მუზეუმში თავმოყრილია ყველაფერი, რაც ეხება ჰეინეკენების დინასტიას და საოჯახო საწარმოს განვითარების ეტაპებს
დარბაზში დაწვრილებით აგიხსნიან და გაჩვენებენ ლუდის მიღების ტექნოლოგიებს სულ რაღაც 4 ინგრედიენტისგან Video 2
სახარშ საამქროში შეგიძლიათ ჩაიხედოთ უზარმაზარ უძველეს ქვაბებში, სადაც ოდესღაც სვიას ხარშავდნენ
Heineken Experience საინტერესოა როგორც ლუდის, ასევე გართობის მოყვარულთათვის
გახსნილია ინტერაქტიული ექსპოზიციები, თამაშები და შოუ, რომლის მონაწილე თავად ხდებით
მუზეუმში ლუდის მომზადების მთელ პროცესს ეცნობით და თავადაც გახდებით წარმოების ნებისმიერი ოპერაციის მონაწილე
თქვენ ასევე შეიგრძნობთ სიამოვნების საუკეთესო გზას – ადგილზე გასინჯავთ Heineken-ს.
ამტკიცებენ, რომ ლუდის რეცეპტი 150 წელიწადზე მეტია არ შეცვლილა
ყველა ექსკურსია ინგლისურ ენაზე ტარდება.
ზრდასრულთათვის ბილეთის ფასი 21 ევროა. 18 წლამდე პირები არ დაიშვებიან.