iPhone 6s-სა და iPhone 6s Plus -ის გაყიდვაში ჩაშვებიდან მალევე, მომხმარებლებისგან მოწყობილობების მისამართით მთელი რიგი პრეტენზიები წამოვიდა.
„ბევრი მათგანი უახლოეს მომავალში, პროდუქციის განახლებულ ვერსიებთან ერთად იქნება გამოსწორებული“, – აცხადებენ მისი შემქმნელები.
ყველაზე ცნობილი პრობლემა ე.წ. BendGate გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯიბეში ჩადების შემდეგ სმარტფონი იღუნებოდა.
iPhone 6s -ში კომპანიამ გამოასწორა ეს დეფექტი და კორპუსი უფრო მყარი მასალისგან შექმნა. თუმცა, ახალ სმარტფონებს ახალი პრობლემა გამოუჩნდა: მათ შორის ერთ -ერთი ყველაზე მტკივნეული ის გახდა, რომ სმარტფონი ზედმეტად ცხელდება, რის გამოც შეუძლებელია კამერის განათების გამოყენება. ამასთან, გადახურება უბრალო მოქმედებების და არა ზედმეტად გადატვირთული ფუნქციონალურობის დროს ხდება.
მთლიანად მოწყობილობის გარდა, ხურდება ასევე Home -ღილაკი, სადაც თითების სკანერიც მდებარეობს.
პრობლემა არის ასევე დამტენის შეერთებაშიც, მომხმარებელთა თქმით, სმარტფონი ავტომატურად ითიშება მაშინაც, როდესაც ის შეერთებულია.

