თუ Bluetooth-ყურსასმენებს ეძებთ, ღრმა ბასით და ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივი დროით, მაშინ Pioneer-ის მიერ წარმოდგენილი სიახლე ნამდვილად დაგაინტერესებთ. მას SE-MJ771BT-K ჰქვია და დატენვის გარეშე ის 32 საათს ძლებს.
მოწყობილობას დაკეცილი კონსტრუქცია აქვს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია უპასუხოთ ზარებს, გადართოთ ერთი თრექი მეორეზე, დაარეგულიროთ ხმა და ეს ყველაფერი ისე, რომ სმარტფონი არ ამოიღოთ.
თუ ბატარეა უდროო დროს დაჯდება, მუსიკის მოსმენა კაბელით არის შესაძლებელი.
სიახლე მიმდინარე წლის ნოემბერში გამოვა. ფასის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
