კაილი მინოუგიმ საშობაო ალბომის „Kylie Christmas“ გამოსვლა დააანონსა. დისკი 13 ნოემბერს გამოვა. ალბომში როგორც კლასიკური საშობაო სიმღერების ქავერები, ისე დუეტები ფრენკ სინატრასთან, იგი პოპთან, დენი მინოუგთან და სხვა მომღერლებთან შევა.
აუდიო ვერსიის პარალელურად კი DVD ვერსიაც იქნება ხელმისაწვდომი.