SensorWake – ეს არის მაღვიძარა, რომლის თქვენს დილით გაღვიძებას გაამარტივებს. სიახლის შემქმენელები ამ რთულ პროცედურას სხვა კუთხით მიუდგნენ და გადაწყვიტეს, ადამიანები სასიამოვნო არომატით გააღვიძონ, მაგალითად ყავის, ხილის და ა.შ. საკმარისია, მოწყობილობაში სპეციალური კაფსულა განათავსოთ და საჭირო დრო მიუთითოთ.
პროექტის ავტორები საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით მიუდგნენ ამ საკითხს: არომატიზატორებს SensorWake-თვის ცნობილი პარფიუმერული კომპანია Givaudan შექმნის. სიახლის სატესტო ვერსიამ აჩვენა, რომ ადამიანი სასურველი არომატის გაშვების შემდეგ, 2 წუთში იღვიძებს. სიახლე გაყიდვაში ნოემბერში გამოვა და 66 დოლარი ეღირება.