ავსტრალიელმა ლუსი კელიმ სიდნეის App Store-ში რობოტი გაგზავნა, რათა iPhone 6s-ის მფლობელი ერთ-ერთი პირველი გამხდარიყო. 24 სექტემბერს „რკინის მყიდველი“ მაღაზიასთან გამოჩნდა.
კელიმ განაცხადა, რომ სურდა, iPhone 6s-ის მფლობელი ერთ-ერთი პირველი გამხდარიყო, თუმცა სამსახურში გადატვირთული გრაფიკის გამო რიგში ჩადგომა ვერ მოახერხა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, საკუთარი თავი რობოტით ჩაენაცვლებინა, რომელიც კომპანია Atomic 212-მა შექმნა.
რობოტი წარმოადგენს პლანშეტ iPad-ს, რომელიც სპეციალურ მოწყობილობასთან არის მიერთებული. აპლიკაციის საშუალებით კელის მისი მართვა და გარშემომყოფებთან ურთიერთობაც კი შეუძლია.
ავსტრალიაში iPhone 6s-ის გაყიდვები 25 სექტემბრიდან დაიწყო. ამას გარდა, ახალი მოდელების მფლობელები შეიძლება ასევე გახდნენ დიდი ბრიტანეთის, ჰონგკონგის, კანადის, ჩინეთის, ახალი ზელანდიის, სინგაპურის, საფრანგეთის, იაპონიისა და აშშ-ის მაცხოვრებლები.