LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემბერ ჰერდმა და ჯონი დეპმა სმენადაქვეითებულებს სასმენი აპარატები გადასცეს

77

ემბერ ჰერდმა და ჯონი დეპმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში, რომელიც სმენის პრობლემების მქონე ადამიანების დახმარებას გულისხმობს. მსახიობები რიო-დე-ჟანეიროში მდებარე სპეციალურ ცენტრს ესტუმრნენ. ებმერმა და ჯონიმ 200 ბავშვი და ზრდასრული ადამიანი გაახარეს, როდესაც მათ სასმენი აპარატები უსახსოვრეს. ცნობილი მსახიობები პაციენტებს აპარატების მორგებაშიც დაეხმარნენ. მომენტი იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ ემბერმა ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.

„როდესაც აძლევ ადამიანს იმას, რაც მას არასოდეს ჰქონია, ეს ძალიან ემოციურია. იქ იყო პატარა გოგონა, რომელსაც აპარატის მორგებაში დავემხარე. როდესაც მან თქვა, რომ ესმოდა, ძალიან ავღელდი“-  განაცხადა დეპმა.

„იყო ამ მომენტის პატარა ნაწილი, ხედავდე, როგორ იცვლება ადამიანის ცხოვრება შენს თვალწინ, ძალიან შთამბეჭდავია. სიტყვებს ვერ ვპოულობ“ – განაცხადა ემბერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები