საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს ქვეყნისთვის უმძიმესი დანაკარგია.
„ბოლო რამდენიმე დღეში ექვსი ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ.
33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს“,- განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ჰააგაში.
შალვა პაპუაშვილის აღნიშნულ კომენტარს ევროპაში ვიზიტის დროს „პირველი არხი“ ავრცელებს.
ამავე თემაზე:
„არავინ არ მომწეროთ ომში ჩამოსვლა გვინდაო…“ – რას წერს ვანო ნადირაძე
უკრაინაში საქართველოს საელჩო ადასტურებს 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვას
როდესაც 5 მებრძოლი ერთ დღეს გეღუპება, გლოვა უნდა გამოაცხადო: გია ხუხაშვილი