LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში ახალი საბაგიროს აშენებას ვგეგმავთ – პრემიერ-მინისტრი

156
საბაგირო

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გუდაურში ახალი საბაგიროს აშენება იგეგმება. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მისი გამტარუნარიანობა საათში 18200 მგზავრი იქნება, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი.

„გუდაურში ახალი საბაგიროს აშენებას ვგეგმავთ, მისი გამტარუნარიანობა საათში 18200 მგზავრი იქნება, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი. ასევე, ჩვენ დავამონტაჟებთ გათოვლიანების სისტემას გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება ჩვენი დამსვენებლებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, მათ შორის ისეთ სეზონზე, როცა თოვლის არასაკმარისი რაოდენობაა. ეს სისტემა დაეხმარება და უფრო კომფორტულად დაისვენებენ ჩვენი მოქალაქეები და ტურისტებიც“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g