ნიდერლანდებში სამსახურის გაცდენის მაჩვენებელმა 5%-ს გადააჭარბა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. ეს მონაცემები ადგილობრივმა სადაზღვევო კომპანია Nationale-Nederlanden-მა გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ დასაქმებულები სამსახურს დიდი ხნის განმავლობაში აცდენენ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის გამო, რაც ხშირ შემთხვევაში მათ სამსახურს უკავშირდება. მაღალი კონკურენციის გამო ნიდერლანდელები სამსახურებში სერიოზული წნეხის ქვეშ არიან. სწორედ ამიტომ, მოსალოდნელია რომ ამ მიზეზით გაცდენების რაოდენობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა ტურიზმის ინდუსტრიაში, ამ სექტორში გაცდენების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 12%-ითაა გაზრდილი. ბიულეტენებს ხსნიდნენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებიც და მათ შემთხვევაშიც მაჩვენებელი საშუალოზე მაღალი იყო.