დღეისათვის მილიონობით სმარტფონისა თუ პლანშეტის ან სხვა ციფრული კამერების მფლობელები ასევე მილიონობით ფოტოს ტვირთავს ინტერნეტში. რა თქმა უნდა ხშირად ადგილები და შენობების ფოტოები მეორდება. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ეიფელის კოშკი მხოლოდ ერთია, ხოლო მისი გადაღების სურვილი მილიონებს აქვთ.
გერმანელმა დიზაინერმა ფილიპ შმიდტმა ისეთი სიახლე შემოგვთვაზა, რომლის მეშვეობით ერთნაირი ფოტოების რიცხვი შემცირდება, სიახლე უბრალო ფოტოაპარატს გავს, სინამდვილეში კი 3D პრინტერზე დაბეჭდილი ქეისია, რომელშიც სმარტფონია მოთავსებული. ის აღჭურვილია GPS-ით და როდესაც თქვენ გადაწყვეტთ ღირშესანიშნავი ადგილის გადაღებას, სმარტფონი უკავშირდება ინტერნეტს და მოძებნის ამავე ადგილის ისეთივე რაკურსის ფოტოებს. თუ მსგავსი ფოტო აღმოჩნდება, სმარტფონი მოგცემთ მინიშნებას თუ სად უნდა გადაადგილდეთ განსხვავებული ფოტოს გადასაღებად.


