Tokyo Game Show 2015-ზე კომპანია Sony ბევრ სიახლეს გვპირდება
იაპონიაში ვიდეოთამაშებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ გამოფენამდე ცოტა ხნით ადრე, კომპანიამ Sony გადაწყვიტა თავის მომხმარებლებლებს რამდენიმე სიახლე წარუდგინოს. საათნახევრიან კონფერენციაზე საუბარი იყო, როგორც უკვე ანონსირებულ პროექტებზე, ასევე სულ ახალ თამაშებზე.
შეხვედრაზე სასიამოვნო სიურპრიზებიც იყო, რომელიც არა მხოლოდ იაპონელებს გაახარებს. მაგალითად გახმაურებული Bloodborne. გამოსვლიდან მისი 2 მილონზე მეტი ასლი გაიყიდა. ამიტომ მწარმოებლებმა გადაწყვიტეს Tokyo Game Show 2015-ზე თამაშის დამატებითი ნაწილი წარმოადგინონ. ის ცალკე დისკზე გამოვა და ასევე ხელმისაწვდომი იქნება ლიმიტირებული გამოცემა, რომელშიც ორიგინალური და დამატებითი თამაშები შევა. დისკი გაყიდვაში 24 ნოემბერს გამოვა და მისი ფასი 19,99 დოლარი იქნება.