საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. ბიძგი თბილისშიც იგრძნობოდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრში, დაღესტანში იყო.
მიწისძვრა 06:42 წუთზე მოხდა, ბიძგების სიმძლავრემ 5.5. მაგნიტუდა შეადგინა.
