LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება „ცოდნის კაფე“ – სივრცე განვითარებისთვის, რომელიც წნორში მომავალ წელს გაიხსნება / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

38
fondi

„ცოდნის კაფე“ მულტიფუნქციური კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც 2016 წელს შეიქმნა და ქირით არსებობდა, მოგვიანებით დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, რომ ბიზნესის მდგრადობისთვის საკუთარი სივრცე აეშენებინათ.

2018 წელს მიწა შეიძინეს 2021 წელს კი თანხის მოძიების კამპანია წამოიწყეს და ამჟამად ცოდნის კაფეს 460 კვ.მ საკუთარი ოთხ სართულიანი სივრცე აქვს.

თუმცა რემონტის დასრულებისთვის მას დახმარება კვლავ სჭირდება. ახალ სივრცეში იქნება კაფე, წიგნის მაღაზია, ქართულ და ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკა, რობოტიკის სივრცე, შეხვედრების ოთახი და საერთო სამუშაო სივრცე, რომლით სარგებლობაც რეგიონში მცხოვრებ ყველა ადამიანს შეეძლება, ახალგაზრდებისა და უფროსი თაობის ადამიანებისთვის კი სპეციალური პროგრამები იქნება.

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად  ქეთევან მოლაშვილი – „ცოდნის კაფეს“ თანადამფუძნებელი საუბრობს.

 

– „ცოდნის კაფეს“ გრანდიოზული შენობის დასრულებას როდის ვარაუდობთ?

– ოთხსართულიანი სივრცე უკვე ავაშენეთ.  გარე სამუშაოების შესრულებაში ამინდებმა შეგვიშალა ხელი. მთავარია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით თანხების მოძიების ერთ-ერთი დიდი კამპანია ვაწარმოეთ, თანხა ევროკავშირის მხარდაჭერით შეგროვდა.

მწვანე კარკასამდე მივედით. მაგრამ შემდეგი რემონტისთვის ისევ თანხების მოგროვება, დაახლოებით 165 ათასი ლარი გვჭირდება. ეს ცოტა ნამდვილად არაა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ნულიდან დავიწყეთ, მშენებლობა და ხალხს საერთოდ არ სჯეროდა, რომ შევძლებდით მსგავსი კულტურულ – საგანმანათლებლო სივრცის მხოლოდ მოქალაქეებისთვის აშენებას. ახლა უკვე იმდენად გამოიკვლიეთ ეს გზა და დავამსხვრიე სტერეოტიპი, რომ მსგავსი სივრცის მშენებლობის ახლა უკვე აღარ გვეშინია.

ძალიან ბევრი მხოლოდ ინდივიდუალური შემომწირველი ჰყავს ამ კარგ საქმეს, ჩვენ ერთი პატარა გუნდი ვართ, გვინდოდა, რომ რეგიონში კარგი საქმე გვეკეთებინა. მთავარი, რაც ამ ეტაპზე ხდება, არის ის, რომ შიდა გადატიხვრებსაც დავიწყებთ და გაყვანილობებსაც გავაკეთებთ, ბოლო ეტაპამდე მისვლა ძალიან რთულია.

რთულია, რომ ერთიანად ვინმესგან თანხა მოიპოვო და არც გვინდოდა, რომ რომელიმე ფონდს მოეცა ჩვენთვის თანხა. თუ რეგიონის განვითარება გვინდოდა და ქართველები მივხვდებოდით, რომ რეგიონის განვითარება მნიშვნელოვანია, თავად მოქალაქეებს გაგვეაზრებინა და ჩვენვე დაგვედო ჩვენი ჯიბიდან, 5, 10 თუ 100 ლარი და მართლაც ასე შეგროვდა თანხა.

ვფიქრობთ, თანხის შეგროვებას უახლოეს პერიოდში შევძლებთ და  „ცოდნის კაფეს“ გავხსნით. გრანდიოზული გახსნა გვექნება, რაც ძალიან საამაყოა. მართლა თითოეული ჩვენთაგანისთვის საამაყოა, შევძელით და ვფიქრობ, ეს სივრცე და ავაშენეთ ჩვენივე თანხებით და არ დავლოდებივართ არავის, როგორც ეს სხვა დროს ხდებოდა.

– საინტერესოა, როგორი ბიზნესმოდელით იმუშავებს და რამდენად შეძლებს „ცოდნის კაფე“, რომ იყოს ფინანსური თვალსაზრისით მდგრადი.

სოციალური შემოწირულების იმედად სოციალური საწარმო ვერ იქნება და გარკვეული შემოსავალი მას აუცილებლად დასჭირდება იმისთვის, რომ მდგრადი და ინტენსიური იყოს მუშაობა და არ იყოს შემოწირულობებზე დამოკიდებული.

– როდესაც ესმით სოციალური საწარმო, იგებენ ისე, თითქოს მას დახმარება სჭირდება. ჩვენი საწარმო თავიდან ბოლომდე ბიზნესმოდელზე იქნება აწყობილი. სხვანაირად ვერც ერთი სოციალური საწარმო ვერც იარსებებს.

ამიტომაც ჩვენი ძირითადი შემოსავლის წყარო იქნება წიგნის მაღაზია, რომელიც კახეთში ყველაზე დიდი იქნება და გვექნება კაფე, ძალიან კარგად აწყობილი, გვექნება კარგი მენიუ, რომელშიც მხარს ჩვენი მეგობრები დაგვიჭერენ.

შევძლებთ, ვუმასპინძლოთ 60 ადამიანს. შესაბამისად შემოსავალი ისეთი გვექნება, რომ მომსახურე პერსონალსაც ვუზრუნველყოფთ და გადასახადებსაც გადავიხდით, მათ შორის კომუნალურებსაც. ესაა ჩვენი საბოლოო მიზანი.  მგონია, რომ რეგიონს მსგავსი ინიციატივები რომ არ იყოს, ვერ განვავითარებთ.

– ცოდნის კაფეს ეს იდეა ჰქონდა თავიდანვე, როდესაც ფუნქციონირება დაიწყო, ხანდაზმულ ადამიანებს აძლევდა სივრცეს და საშუალებას, რომ თავისი დრო გაეტარებინა საინტერესოდ და ახლა უკვე ახალგაზრდების სეგმენტიც დაემატება და რა იქნება სოციალური მისია?

– ზოგს ჰქონია, რომ რადგან ხანდაზმულ ადამიანებზე ვზრუნავდით, კაფე მათთვის შეიქმნა. „ცოდნის კაფე“ შეიქმნა თავიდან ბოლომდე ახალგაზრდებისთვის, რომ მათ მსგავსი სივრცე ჰქონოდათ.

სივრცე შევქმენით თავიდან ბოლომდე ახალგაზრდებისთვის.  რეგიონში რომ დავბრუნდით, აღმოვაჩინეთ, რომ უფროს თაობაზე არც სახელმწიფო და ვერც ჩვენ ვერ ვზრუნავთ.

ვერ ვხედავთ მათ საჭიროებას სათანადოდ და ამისთვის დავიწყეთ მასზე ზრუნვა და შესაბამისად აქამდე თუ ქაოსურად იყო ყველაფერი, ახლა 2023 წელს, როდესაც ვიცით, რომ საკუთარი სივრცე გვექნება, საკმაოდ დიდი შეხვედრების სივრცე გვექნება, წლის კალენდარი უკვე შედგენილი გვაქვს. 13 ძალიან კარგი სტუმარი უკვე დაგვთანხმდა, რომ ჩამოვა და შეხვდება ჩვენს სივრცეში ახალგაზრდებს.

მომავალი წლის განმავლობაში ასევე ვიზრუნებთ უფროსი თაობისთვის და თვეში ერთხელ გვექნება მათთან შეხვედრა.

ახლა უკვე ძალიან თამამად ვართ. არ გვინდა, რომ წინასწარ ყველაფერი გავამხილოთ, მაგრამ ის, რომ ასეთი სივრცე იქნება რეგიონში,  ფაქტობრივად ძალიან დიდი შესაძლებლობები იქნება.

უცხოეთიდან ჩამოვლენ ძალიან საინტერესო სტუმრები.

ვისურვებდი, რომ არამხოლოდ წნორში იყოს მსგავსი სივრცეები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g