რუსმა აგრესორებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონზე ღამით, გრადის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემითა და მძიმე არტილერიით, იერიში მიიტანეს.
“რუსებმა ღამის განმავლობაში ექვსჯერ დაბომბეს ნიკოპოლის რაიონი გრადის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემითა და მძიმე არტილერიით. მათ სამ დასახლებას დაარტყეს: ნიკოპოლი, ჩერვონოგრიგორივკა და მარჰანეცი. 50-ზე მეტი ჭურვი გაისროლეს. ხალხი არ დაშავებულა”, – განაცხადა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ.
როგორც მედია წერს, ნიკოპოლში ათზე მეტი კერძო სახლი და დამხმარე ნაგებობა დაზიანდა, ისევე როგორც, ადმინისტრაციული და საოფისე შენობები.