საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილს კვლავ სისუსტე და ტემპერატურა აღენიშნება.
„ისევ იგივე მდგომარეობაა. როგორც წესი, დაბალი სიცხით იწყება ხოლმე დილა. სისუსტე აქვს, სრული უმადობა. ჭამა არ უნდა, თავს ძალას ატანს. სასამართლო არის და იმედი მაქვს, რომ პროცესი გაიმართება, ამას ველოდები“, – განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, სხდომა 14 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.