LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელიტოპოლში, დონეცკსა და ყირიმში აფეთქებები იყო

134
maxresdefault

CNN-ის ცნობით, მრავალი აფეთქება მოხდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქ მელიტოპოლში, დონეცკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკასა და ანექსირებულ ყირიმში, მათ შორის რუსეთის სამხედრო ყაზარმებში.

ამავე ცნობით, უკრაინამ მელიტოპოლზე შაბათს სარაკეტო იერიში მიიტანა.

ვრცელდება ცნობები რუსულ სახელმწიფო მედიაში, რომ კვირა დილით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაზე იერიში 20 რაკეტით განხორციელდა.

CNN-ის ცნობით, გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, მათ შორის სამხედრო ყაზარმებში, მომხდარი მრავალი აფეთქების შესახებ.

რუსეთის მიერ მელიტოპოლში დანიშნული ე.წ. ოფიციალური პირების თქმით, ქალაქს ოთხი რაკეტა მოხვდა, დაიღუპა ორი და დაშავდა ათი ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g