LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიული შოკოლადი იუნესკოს სიაში მოხვდა

168
thumb_1024x663_demel-chocolates-11zon

ავსტრიის ნაციონალურმა კომისიამ ადგილობრივი შოკოლადი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ the Mayor ავრცელებს.

შოკოლადის დამზადების მეთოდს ავსტრიაში რამდენიმე ისტორია აქვს და თავდაპირველად ის არისტოკრატიულ სამზარეულოს უკავშირდებოდა. XIX საუკუნეში შაქარზე ფასის ვარდნის გამო შოკოლადი სხვა ფენებშიც აქტიურად გავრცელდა და ავსტრიული კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ქვეყანაში არსებული ბევრი პატარა საწარმო თავის საქმიანობას ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დროიდან ეწევა და შოკოლადის დამზადების დეტალებს თაობიდან თაობას გადასცემს.

აღსანიშნავია, რომ შოკოლადის დამზადება სიზუსტეს და სწორ შესრულებას მოითხოვს, ასევე საჭიროა კრეატივი. ინგრედიენტები და ტრადიციული მეთოდები საუკუნეების განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა, თუმცა საბოლოო შედეგი მაინც ძალიან თანამედროვეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g