LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის საბჭო: უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია

152
Untitled design

„უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია“, – ამის შესახებ აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.

დოკუმენტი ევროკავშირის გაფართოების, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის შესახებ დასკვნებს მოიცავს.

მასში აღნიშიშნულია, რომ საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას გაფართოების შესახებ განახლებული კონსენსუსის შესაბამისად:

„რუსეთის მიერ წამოწყებული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ასევე ახალი გეოპოლიტიკური რეალობა ხაზს უსვამს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის უდიდეს მნიშვნელობას, როგორც მშვიდობის მძლავრ ფაქტორს.

დემოკრატია, კეთილდღეობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენი კონტინენტისთვის პრიორიტეტია“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირის საბჭოს აქვს მოლოდინი, რომ პარტნიორები გამოხატავენ პოლიტიკურ ნებას და შეასრულებენ ნაკისრ ვალდებულებას რეფორმების განხორციელებით.

„ევროკავშირის საბჭო იმეორებს 2022 წლის 23 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც, უკრაინისა და მოლდოვას ევროპული პერსპექტივა აღიარებული იყო და მათ წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. ევროკავშირის საბჭომ ასევე აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადყოფნა დაადასტურა, რომ მას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტები შესრულებული იქნება. უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს და ამ ქვეყნების მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია..

ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს რეფორმების გზა და სრულად გაითვალისწინოს ევროკომისიის მოსაზრებაში მითითებული პრიორიტეტები წევრობის განაცხადთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ევროკავშირის საბჭომ დღესვე ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა:

„ევროკავშირის საბჭო იძლევა რეკომენდაციას, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმის გათვალისწინებით, რომ შესრულებულია  ევროკომისიის რეკომენდაციები კანონის უზენაესობის განმტკიცების, კორუფციას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, ასევე მიგრაციის კონტროლისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიმართულებით. საბჭო გადაწყვეტილების დამტკიცებას დეკემბერში დაგეგმილ სხდომაზე ელოდება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

mazda magti 5g