LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Universal Pictures-მა აბსოლუტური რეკორდი დაამყარა

26

კინოსტუდიამ „Universal Pictures“ მორიგი რეკორდი დაამყარა: მისი კინოპროექტების მსოფლიო მოგებამ სამ მილიარდ დოლარს უმოკლეს დროში გადააჭარბა. ცნობილია, რომ მსგავსი წარმატების ძირითადი „ლოკომოტივი“ შემდეგი ფილმები გახდა: „ფორსაჟი 7“, რომლის მოგებამ მარტო ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე მილიარდ დოლარს გადააჭარბა, „გრესი ორმოცდაათი ელფერი“ (403 მილიონი დოლარით), „იურული პერიოდის სამყარო“ (843 მილიონი დოლარით).

კინოსტუდიის მორიგი წარმატებული პროექტია მულტფილმი „მინიონები“, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა კინოგაქირავებაში და მისმა მოგებამ უკვე 150 მილიონი დოლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები