LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსული ძალების თავდაცვითი პოზიციები დაუცველია

175
ოკუპანტები

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსული ძალების თავდაცვითი პოზიციები დაუცველია.

მათივე ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთის ჯარებმა,  ფართო თავდაცვითი პოზიციების შესაქმნელად, ფრონტის ხაზის გასწვრივ, მნიშვნელოვანი ძალისხმევის დახარჯვა განაგრძეს.

„ჩრდილოეთ სექტორი, ქალაქ სვატოვოს ირგვლივ, სავარაუდოდ, მათი პრიორიტეტია. დიდი თავდაცვითი ხაზების მშენებლობა კიდევ ერთი ილუსტრაციაა იმისა, რომ რუსეთი უბრუნდება პოზიციურ ომს, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში დიდწილად მიატოვეს დასავლეთის თანამედროვე არმიებმა“, – ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 12 დეკემბერს, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ცნობები, რომ მიზნები, რომლებიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში დაისახა, არ შეცვლილა, თუმცა მათი მიღწევა ნაკლებ სავარაუდოდ რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები