ჰენრი კევილი საკულტო თამაშის, Warhammer 40,000 ადაპტაციაში ითამაშებს. ინფორმაცია ამის შესახებ თავად მსახიობმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. ახალ სერიალს „ამაზონი“ გადაიღებს. მსახიობი პროექტის პროდიუსერის როლსაც შეითავსებს.
„Warhammer-ის თაყვანისმცემლებს ვპირდები, რომ პატივისცემით მოვეპყრობი თამაშს, რომელიც ჩვენ გვიყვარს. გპირდებით, რომ შევეცდები, ფანტასტიკური რამ გაჩვენოთ, ის რაც ჯერ არავის უნახავს“, – წერს კევილმა.
შეგახსენებთ, Warhammer 40,000 კომპანიის Games Workshop-ის მიერ შექმნილი ძალიან პოპულარული სამხედრო თამაშია, რომელშიც ომები 41-ე ათასწლეულის არმიებს შორის მიმდინარეობს.
ჰენრი კევილი Men’s Health-ის დეკემბრის ნომერში გამოჩნდება