15 აგვისტოს „ჰით ბათუმი 2015“ ფარგლებში ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე დათო ხუჯაძის და ჯგუფი “Goofy Land”–ის კონცერტი გაიმართება. საღამოზე ძველ კარგად ნაცნობ სიმღერებთან ერთად ახალი რეპერტუარიც შესრულდება. ღონისძიებაზე ასევე გაჟღერდება “სახეს” ცნობილი ჰიტები, სწორედ ამიტომ კონცერტზე სპეციალური სტუმრის სტატუსით დათო ფორჩხიძეც მოიწვიეს. კონცერტი ჩოგბურთის კორტებზე 20:00 საათზე დაიწყება.
როგორც დათო ხუჯაძემ “ფორტუნასთან” საუბარში აღნიშნა, კონცერტზე მისულ სტუმარებს სიურპრიზიც ელოდება. მაშინ როდესაც სცენაზე მისი ცნობილი ჰიტი “მახინჯი ვარ” აჟღერდება სპეციალური მოწვეული სტუმარი ქვიშაზე ხატვის ტექნოლოგიით უალამეზეს სურათებს გააცოცხლებს.
მომღერალმა ასევე აღნიშნა, რომ იგივე კონცერტი ჩოგბურთის კორტებზე 28 აგვისტოს კიდევ გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ დათო ხუჯაძის და ჯგუფი ” Goofy Land”–ის პროექტი უკვე ერთი წელის არსებობს. მათ ჰქონდათ კონცერტები ერევანში და ახლა ახალი სიმღერებით მოსკოვური კონცერტებისთვის ემზადებიან.