LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ღარიბაშვილის განცხადება მოწყვეტილია რეალობას და ეს პროექტი, რომელიც მათ დააანონსეს, განწირულია მარცხისთვის” – მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის შესახებ

150
მამუკა ხაზარაძე

პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის ხელისუფლებას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია.

„ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, არის ტყუილი, რომელშიც ჩვენ გვაცხოვრებენ. ეს ეხება ანაკლიას, იმ სამუშაო ადგილებს, რომლებიც ვითომ ქვეყანაში იქმნება, ვითომ ეკონომიკურ ზრდას. სინამდვილეში, ქვეყანა და რეალური ცხოვრება არის სხვაგან. ადამიანების მოთხოვნილება და გაჭირვება არის სხვაგან და ხელისუფლება სხვა პროპაგანდას გვახვევს თავს.

ხაზარაძე-ჯაფარიძემ ხუთ წელში ვერ შეასრულეს ვერც ერთი ვალდებულება, ანაკლიის პორტი არ ააშენეს და დღეს ქვეყანას, ხალხს ედავებიან მილიარდ ხუთას მილიონს, ეს არის ძარცვის კლასიკური სქემა: ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ხაზარაძეს და მის პარტნიორ ჯაფარიძეს სამი მილიონი დოლარი აქვთ დახარჯული, დანარჩენი თანხები დაახლოებით 20-25 მილიონი კი ინვესტორებისგან აქვთ მოზიდული“.

სამწუხაროდ, უკვე მესამე წელია, ხელისუფლებას ამ პროექტის განხორციელებისთვის არაფერი გაუკეთებია, ეს არის ცრუ დაპირებები, ადამიანების მოტყუება, იმ დროს, როცა ჩვენ შეგვიძლია ძალიან სწრაფი მოქმედებებით ქვეყანა გავხადოთ მართლა კვანძი, მართლა მიზიდულობის ცენტრი და ამის ნომერ პირველი ნაბიჯი, მთელი გადაჭარბების გარეშე, არის ანაკლია და ქალაქი ანაკლიის მშენებლობა. მისი [ირაკლი ღარიბაშვილის] განცხადება მოწყვეტილია რეალობას და ეს პროექტი, რომელიც მათ დააანონსეს, განწირულია მარცხისთვის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g