ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევა, რათა დაედგინათ თუ რა გავლენას ახდენს ცივი სეზონი ელექტროქარის სვლის მარაგზე. კითხვაზე პასუხის გასაცემად 7 ათასამდე მეპატრონე გამოიკითხა და შემდეგ შეადგინეს იმ მოდელების რეიტინგი, რომელიც ზამთარში ექსპლუატაციისთვის ყველაზე ნაკლებად გამოდგება. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ მოდელს ზამთარში სვლის მარაგი თითქმის 3-ჯერ ნაკლები აქვს. ასეთი ავტომობილების სიაშია, მაგალითად Chevrolet Bolt, Ford Mustang Mach-E და Volkswagen ID.4.
ზამთრის გადატანა ყველაზე მეტად Chevrolet Bolt-ს უჭირს. როდესაც ბორტს მიღმა ტემპერატურა 0 გრადუსზე დაბლა იწევს, სრულად დამუხტულ ელემენტს 370 კილომეტრის ნაცვლად 257-ის გავლა თუ შეუძლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მინუსები Bolt-ის სვლის მარაგს 32%-ით ამცირებს.
ცოტათი უკეთესი შედეგი ჰქონდა Chevrolet-ის სხვა ელემენტიან მოდელს, კროსოვერ Mustang Mach-e-ს. როდესაც ქუჩაში +20 გრადუსია, მოდელი ერთი დამუხტვით 418 კილომეტრს გადის, ხოლო როცა ტემპერატურა 0 გრადუსზე ნაკლებია, სვლის მარაგი 283 კილომეტრია, ანუ 30%-ით ნაკლები. იგივე ემართება Volkswagen ID.4-ს, რომელიც ზამთარში 410-ის ნაცვლად 283 კილომეტრს გადის.