LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 საკულტო ვიდეოთამაში, რომლებზეც დროა ფილმები გადაიღონ

145

დღეისათვის ვიდეოთამაშები რეჟისორებისა და პროდიუსერების შთაგონების წყაროა, ისევე როგორც წიგნები. თუმცა, გადაიღო კარგი ფილმი თამაშზე, არც ისე მარტივი დავალებაა. ყველაზე წარმატებული მაგალითი ბოლო 10 წლის განმავლობაში ვიდეოთამაშის ეკრანიზაციისა “Resident Evil” ითვლება. თუმცა არსებობს ძალიან ბევრი პოპულარული ვიდეოთამაში, რომელთა ეკრანიზაციაც წარმატების გარანტი იქნება.

01

 

Halo Online

რეჟისორი ნილ ბლომკამპი დიდი ხანია ცდილობს ამ ვიდეოთამაშისგან, მძაფრსიუჟეტიანი ბლოგბასტერი შექმნას. ამ იდეას შემოუერთდა ცნობილი რეჟისორი პიტერ ჯექსონიც, თუმცა ამ დრომდე უცნობია ეღირსება თუ არა მზის შუქი Halo-ს ვიდეოეკრანიზაციას. თუმცა ფაქტი ერთია, ამ თამაშზე გადაღებული ფილმი, ძალიან კარგი ფუტურისტული ბოევიკი იქნება დედამიწელებისა და უცხოპლანეტელების ბრძოლაზე.

 

02

7th Guest

ლოგიკური თამაში „მეშვიდე სტუმარი“ რომელიც ჯერ კიდევ 1992 წელს იქნა გამოშვებული, სიუჟეტის მიხედვით, ერთ-ერთი საუკეთესო საშინელებათა ფილმის გადაღების საწინდარია. თამაშის სიუჟეტში, მამაკაცი კლავს ქალს, რომელიც მანამდე სიზმარში ნახა.  ამის შემდეგ მამაკაცი გადადის საცხოვრებლად განმარტოებულ ციხესიმაგრეში, სადაც მას დახვდება 6 მოჩვენება, რომლებიც დროდადრო სტუმრობენ მთავარ გმირს. მოთამაშეს კი ევალება ამოხსნას ციხესიმაგრისა და მისი ბინადრების საიდუმლო.

 

03

Red Dead Redemption

თამაშის სიუჟეტი XX-ე საუკუნის დასაწყისი ამერიკულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. მძარცველი ჯონ მარსტონი იძულებულია შეასრულოს მთავრობის დავალებები, რათა დააკავონ მთავარი გმირის ყოფილი თანამზრახველები. ასეთი სიუჯეტის მქონე ვიდეოთამაში, იდეალური იქნება ვესტერნული ჟანრის ფილმის გადასაღებად. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ, თამაშის გმირ, ამერიკიდან – მექსიკამდე მოგზაურობს დავალებების შესასრულებლად.

 

04

BioShock

გასაკვირია მაგრამ, საკლუტო „შუთერი“-ს ჟანრის თამაშის ეკრანიზაცია, ჯერ კიდევ არავის მოუფიქრებია. თამაშში მოცემულია ყველაფერი წარმატებული ფილმისთვის, წარმოსახვითი ქალაქი, არაჩვეულებრივი პერსონაჟები და ეპიკური ფინალი. მთელი თამაშის მოქმედება ვითარდება ქალაქ „Rapture”-ში, რომელშიც რაც უფრო მეტს თამაშობს მოთამაშე, მით უფრო მეტი დავალების შესრულება უწევს და რაც უფრო მეტ დავალებას ასრულებს. ამ თამაშის მთავარი ღირსება არის ის, რომ დავალებების შესრულების შემდეგ, ეს ქალაქი უფრო და უფრო საშიში ხდება გმირს სიცოცხლისათვის.

 

05

Dead Space

ეს თამაში, ძალიან გავს “Doom 3”-ს. თუმცა მისგან განსხვავებით, „დედ სპეის“-ში გამოყენებული წარმოსახვითი სამყარო, იდუმალი სიუჟეტი და ხუმრობები, ამ თამაშს განსაკუთრებულ კინოფილმად გადააქცევდა. თუმცა ჯერჯერობით არავის უფიქრია მისი ეკრანიზაცია.

 

06

Metal Gear Solid

პოპულარული იაპონური თამაში ჯაშუშზე, რომელიც ვალდებულია შეუმჩნევლად მივიდეს დაცვის იობიექტამდე ბირთვული იარაღით. ისტორია საკმაოდ ბანალურია, თუმცა ამ თამაშის სიუჟეტი იმდენად განსხვავებული, გამორჩეული და „ჩამთრევია“ რომ, უკონკურენტოდ საუკეთესო ფილმის გადაღება შეიძლება. ამ თამაშის მთავარი „მუღამი“ არის ის აუჩქარებლობა, რომლის მიხედვითაც დავალებების შესრულება შეგიძლია, გარდა ამისა, საინტერესოა ისიც რომ ნაჩვენებია მთლიანი მისია, დაწყებიდან დასრულებამდე და დაძაბულობა პიკს აღწევს მაშინ, როდესაც ერთი არასწორი ნაბიჯით მთლიანი მისია შეიძლება წყალში ჩაიყაროს.

 

07

Far Cry

მხიარული და ერთი შეხედვით უშინაარსო „შუთერი“ ჟანრის თამაშის მთავარი ღირსება, შესანიშნავი ხედებია კუნძულზე სადაც მოქმედება ვითარდება. თამაშის მიხედვით მამაკაცი კუნძულზე ეძებს დაკარგულ ჟურნალისტს, რაც უფრო მეტ ცხოველსა და ადამიანს ხოცავს, მით უფრო უახლოვდება მთავარ გამოცანას. ასეთი შინაარსის სიუჟეტისგან, არც თუ ისე ცუდი ბოევიკური ჟანრის ფილმი გამოვიდოდა… რომლის მცდელობაც რეჯისორ უვი ბოლოს ქონდა, თუმცა როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ფილმი ყველაზე ცუდი ვიდეოთამაშების ეკრანიზაციაში მოწინავე პოზიციებს იკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები