LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას უყურებენ ფრანგები ყოველ ახალ წელს: ცოტა უცნაური არჩევანია

158
8-femmes-3

ახალი წელი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მრავალრიცხოვანი ტრადიციებით არის აღვსილი. ერთი ნაწილი საყვარელი ფილმების ყურებას უკავშირდება. ასეა ჩვენთანაც: საახალწლოდ ყოველთვის გადის ქართული ფილმები „კუჩხი ბედინერი“, „ვერის უბნის მელოდიები“, „ნეილონის ნაძვის ხე“ თუ სხვადასხვა კომედიები. ასე ყოფილა საფრანგეთშიც, ოღონდ იქ სულ სხვა კინოს ანიჭებენ უპირატესობას.

როგორც გაირკვა, ფრანგები არასადღესასწაულო ფილმს რთავენ. საუბარია ფრანსუა ოზონის ფილმზე „8 ქალი“. სატირული დეტექტივი, სადაც მოქმედება სწორედ შობის წინ ხდება და ეს ახსენებს მათ სადღესასწაულო ფაცი-ფუცს, ამიტომაც უყვართ ეს ფილმი. სიუჟეტი კი არანაირად არ უკავშირდება ახალ წელს.

ასევე ბევრი ირჩევს ბელგიურ მულტფილმს „დიდი ბოროტი მელა და სხვა ზღაპრები“. მაყურებელს განსაკუთრებით მოსწონს ხუმრობები მათ ქვეყანაზე და უარს არ ამბობენ კიდევ ერთხელ ნახონ ახალი წლის პატივსაცემად.

სხვათა შორის, ფილმების ნახვა მარტო სახლში როდია შესაძლებელი. ბევრ სკოლასა თუ უნივერსიტეტში აჩვენებენ ადგილობრივ კლასიკას და ყველა მსურველს შეუძლია დატკბეს საყვარელი ფილმით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები