„კავკასიის ლეგიონის“ მეთაური ლადო გამსახურდია, რომელიც უკრაინაში იბრძვის სოციალურ ქსელში უკრაინიდან ვიდეოს ავრცელებს.
როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველი წერს, დეოკუპირებული სოფლის მოსახლეობა ოკუპანტების მიერ ნაძარცვი ტანისამოსით მოამარაგეს.
„კოლაბორანტებმა გაქცევისას ვერ მოასწრეს გატანა “ტავარის” ჩვენ შეგვრჩა ხელში და რა თქმა უნდა ნაძარცვი დავუბრუნეთ ხალხს, რომლებმაც ურთულესი დღეები გაატარეს ოკუპაციაში.
„მე აფხაზეთიდან ვარ და საკუთარი თვალით ვხედავ, რომ ჩემს სახლამდე გზა სწორედ ამ ომით მიდის.. ჩემთვის უკრაინაში ბრძოლა თავისუფლებისკენ პირდაპირი გზაა“ - უკრაინაში მებრძოლი ქართველის ემოციური ინტერვიუ „ფორტუნასთან“
ლადო გამსახურდია ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად ომის დაწყებიდან მალევე, მარტის თვეში წავიდა. „კავკასიის ლეგიონის“ მეთაური 8 თვეზე მეტია მტრის წინააღმდეგ იბრძვის.
ამ ზამთარს დეოკუპირებული სოფლის მოსახლეობა ივლის თბილად ჩაცმული. ეს ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილებაა!
ბედნიერი ბავშვების თვალები ყველაზე მთავარია ამ პატარა ისტორიაში!
დიდება უკრაინას!“, – წერს ლადო გამსახურდია ფეისბუქში.