LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ქვეყნების წარმომადგენლები არიან ყველაზე ცუდი ავიამგზავრები

128
town_centre_250821_mb011.jpg.article-962

ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანიის გამოცდილმა ბორტგამცილებელმა იმ მგზავრების წარმომავლობა გაამხილა, ვინც ფრენის დროს ყველაზე ცუდად იქცევა. საინტერესო ინტერვიუ The Telegraph-მა გაავრცელა.

კრისტინა გალვიდაითის თქმით, ბრიტანელი მგზავრები ყოველთვის განსაკუთრებული უხეშობით გამოირჩევიან, ისინი ბევრ ალკოჰოლს იღებენ, როგორც ფრენამდე ასევე ბორტზე ყოფნის დროსაც. სწორედ ამიტომ, ფრენისას ბრიტანელები ან ძალიან მთვრალები ან ნასვამები მაინც არიან. გოგონამ აღნიშნა, რომ ბორტზე ერთი ადამიანისთვის მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის ალკოჰოლის მიყიდვაა დაშვებული. თუმცა, ბევრი ბრიტანელი ახერხებს, რომ სპირტიანი სასმელი სალონში თავადაც აიტანოს და აგრესიის ტალღაც ამის შემდეგ იწყება.

ბორტგამცილებელმა ის ადამიანებიც დაასახელა, ვინც ბორტზე საუკეთესო ქცევით გამოირჩევა. მისი თქმით, პირველ ადგილზე სკანდინავიელები არიან და მათი ქცევა თითქმის ყოველთვის ძალიან მშვიდი და ზრდილობიანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g